LIVE

უნებართვო სათამაშო ბიზნესისთვის პასუხისგებაში 4 ადამიანი მისცეს, მათგან ერთი დააკავეს

28 მარ 202310:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 399
უნებართვო სათამაშო ბიზნესისთვის პასუხისგებაში 4 ადამიანი მისცეს, მათგან ერთი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების 3 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც 4 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან ერთი კი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტები, საიდანაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებგვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი.

დადგენილია, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით უნდა შესულიყო ჯამში დაახლოებით 300 000 ლარი“,  - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.