LIVE

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

27 მარ 202317:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 512
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.10 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.5754 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.62 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7727 ლარი გახდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.