LIVE

მასკის ტვინის იმპლანტების კომპანია ადამიანებზე ცდებში პარტნიორს ეძებს

28 მარ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 549
მასკის ტვინის იმპლანტების კომპანია ადამიანებზე ცდებში პარტნიორს ეძებს

ილონ მასკის მფლობელობაში არსებული ტვინის იმპლანტების კომპანია Neuralink თავისი მოწყობილობების ადამიანებზე გამოსაყენებლად პარტნიორს ეძებს. თანამშრომლობის თხოვნით ფირმა უკვე დაუკავშირდა აშშ-ის ერთ-ერთ უმსხვილეს ნეიროქირურგიულ ცენტრს; ამჟამად Neuralink მხოლოდ რეგულატორის თანხმობას ელოდება. 

Neuralink ტვინის იმპლანტებს 2016 წლიდან ქმნის. კომპანია იმედოვნებს, რომ იმპლანტების საშუალებით საბოლოოდ შესაძლებელი გახდება ისეთი რთული მდგომარეობების განკურნება, როგორებიცაა დამბლა და სიბრმავე. 

2022 წლის პირველ ნახევარში აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) კომპანიას უარი უთხრა იმპლანტების პროგრესისათვის ადამიანების ცდებში ჩართვაზე. მას შემდეგ Neuralink უსაფრთხოების პირობებს აუმჯობესებს. 

ტვინის იმპლანტების კომპანია რამდენიმე ნეიროქირურგიულ ცენტრთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა კონკრეტული შესაძლო პარტნიორი ჯერ არ სახელდება. 

Neuralink-ის იმპლანტი ტვინისა და კომპიუტერის ინტერფეისია (BCI) ; იგი იყენებს ელექტროდებს, რომლებიც ტვინში აღწევენ და კომპიუტერთან კავშირს ინარჩუნებენ. ჯერჯერობით მსგავსი ტიპის მოწყობილობის წარმოებასა და ადამიანებზე გამოცდაზე FDA-ის თანხმობა არცერთ კომპანიას მიუღია.