LIVE

კიბერთავდასხმა ავსტრალიაში - 8 მილიონამდე ადამიანის მართვის მოწმობებიდან მონაცემები მოიპარეს

27 მარ 202318:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 466
კიბერთავდასხმა ავსტრალიაში - 8 მილიონამდე ადამიანის მართვის მოწმობებიდან მონაცემები მოიპარეს

ავსტრალიური სამომხმარებლო-საფინანსო ფირმა Latitude Group Holding-ის განცხადებით, ჰაკერებმა 7.9 მილიონი ავსტრალიელი და ახალზელანდიელი ადამიანის მართვის მოწმობების მონაცემები მოიპარეს

საკრედიტო ბარათებისა და პერსონალური სესხების პროვაიდერმა ავსტრალიაში განაცხადა, რომ მართვის მოწმობებთან ერთად მოპარულია 53 000 პირის საპასპორტო მონაცემებიც. 

კიბერთავდასხმის გამო Latitude-ის ოპერაციები დროებით გაყინულია. აღნიშნული ინციდენტი ავსტრალიაში მონაცემთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქურდობაა. მასშტაბებით იგი მხოლოდ გასული წლის ორ შემთხვევას ჩამორჩება, როდესაც სინგაპურული სატელეკომუნიკაციო კომპანია Optus-სა და სამედიცინო დაზღვევის ფირმა Medibank Private-ს ცალ-ცალკე 10 მილიონამდე მომხმარებლის პირადი ანგარიშები და ინფორმაცია მოჰპარეს. 

Optus-ის შემდეგ ავსტრალიის ხელისუფლებამ გაამკაცრა ჯარიმები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ვერ უზრუნველყოფდნენ თავიანთი კლიენტების მონაცემთა დაცვას. მიუხედავად ამისა, როგორც ავსტრალიის კიბერუსაფრთხოების მინისტრმა, კლერ ო’ნილმა, განაცხადა, კიბერშეტევები ქვეყნისთვის კვლავაც მზარდ საფრთხედ რჩება.