LIVE

რუსული კომპანია IKEA-ს ქარხანას ყიდულობს

27 მარ 202313:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 531
რუსული კომპანია IKEA-ს ქარხანას ყიდულობს

რუსული კომპანია Invest Plus ნოვგოროდში IKEA-ს ქარხანას ყიდულობს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შვედური ავეჯის მწარმოებელმა კომპანიამ რუსეთში სრულად შეაჩერა საქმიანობა: “შესყიდვის პროცესი მარტივი არ ყოფილა”, - განაცხადა Invest Plus-ის მფლობელმა ვადიმ ოსიპოვმა და თავის განცხადებაში მადლობა გადაუხადა ყველა მხარეს, რომელიც მოლაპარაკებებში იყო ჩართული: IKEA-ს, რუსულ და შვედურ მარეგულირებლებსა და რუსეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს. 

Invest Plus-ის მფლობელი ოსიპოვი კომპანია Slotex-ის აღმასრულებელი დირექტორია. აღნიშნული ფირმა რუსეთში ლამინატისა და სამზარეულოს მაგიდების წამყვანი ადგილობრივი მწარმოებელია. 

რუსეთში დასავლური კომპანიების გაყიდვები გართულებულია, ვინაიდან გარიგებები, რომლებიც ეხება კომპანიებს რუსეთისათვის ე.წ. “არამეგობრული” ქვეყნებიდან, საჭიროებენ სამთავრობო კომისიისაგან დამტკიცებას. 

Invest Plus-მა განაცხადა, რომ IKEA-ს ნოვგოროდის ქარხნის შესყიდვით იგი შეინარჩუნებს დასაქმებულთა რაოდენობასა და რუსეთის ავეჯის ბაზარზე დააბრუნებს ხარისხიან წარმოებას.