LIVE

Amazon-ის უფასო მიწოდების მომსახურებაში ცვლილებებია

26 მარ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 384
Amazon-ის უფასო მიწოდების მომსახურებაში ცვლილებებია

ხარჯების ზრდის ფონზე Amazon-ი და სხვა ონლაინ საცალო მოვაჭრეები მიწოდების უფასო სერვისის (ე.წ. Free Shipping) პირობებს ცვლიან

სავარაუდოდ გაძვირდება უფრო სწრაფი მიწოდება და გაიზრდება მინიმალური შენაძენის ქვედა ზღვარიც. ამგვარად, ცვლილებები, რომელთა მიღებაც კომპანიას გაზრდილი დანახარჯების გამო მოუხდება, ისევ მომხმარებლებზე იქონიებს გავლენას. 

მომსახურებაში ცვლილებები სხვა საცალო მოვაჭრეებსაც აქვთ: “უფასო მიწოდების დღეები დათვლილია”, - განაცხადა კენ მორისმა, Cambridge Retail Advisors-ის მმართველმა პარტნიორმა. 

აღსანიშნავია, რომ უფასო მიწოდება ყველა მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი ისედაც არ არის. ე.წ. Free Shipping-ით მხოლოდ პრიორიტეტული მომხმარებლები სარგებლობენ, რომლებიც გარკვეულ თანხას ამისათვის უკვე იხდიან, ხოლო საცალო მოვაჭრეების მთავარი მიზანი უფრო სწრაფად და უფრო ნაკლები ხარჯებით პროდუქტების ტრანსპორტირებაა. 

მარტის დასაწყისში Amazon-მა უკვე გაზარდა Prime მიწოდების მინიმალური ზღვარი 35-დან 150 დოლარამდე, ხოლო დამატებითმა გადასახადმა შეკვეთებისთვის, რომლებიც ახალ ლიმიტზე დაბლაა, 3.95-დან 9.95 დოლარამდე მოიმატა.