LIVE

აშშ-მა დამატებით 14 ჩინური კომპანია “წითელი დროშის” სიაში შეიყვანა

24 მარ 202312:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 532
აშშ-მა დამატებით 14 ჩინური კომპანია “წითელი დროშის” სიაში შეიყვანა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ 14 ჩინური კომპანია "წითელი დროშის" სიაში დაამატა, რაც ნიშნავს, რომ ამერიკელ ექსპორტიორებს მათთან საქონლის გაგზავნამდე კომპანიების უფრო საფუძვლიანი შესწავლა მოუწევთ, რადგან აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ჩამოთვლილი იურიდიული პირების შემოწმება ვერ შეძლეს. 

გამორიცხული არ არის, რომ კომპანიების მიმართ ზომები კიდევ უფრო გამკაცრდეს.

"ექსპორტის კონტროლის აღსრულება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების დაცვის გადამწყვეტი ნაწილია. მზად ვართ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რათა დავადგინოთ, როგორ გამოიყენება მოწინავე ამერიკული ტექნოლოგია მთელს მსოფლიოში," - თქვა აშშ-ის ვაჭრობის მდივნის მოადგილემ დონ გრეივზმა. 

სიაში მოხვდნენ ECOM International და HK P&W Industry. მათ Reuters-ის კითხვებს არ უპასუხეს. 

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ "ჩინეთი კატეგორიულად გმობს და მტკიცედ ეწინააღმდეგება" შეერთებული შტატების ნაბიჯებს, რომლებიც მისი თქმით, ბოროტად იყენებს ექსპორტის კონტროლის ზომებს და იყენებს სახელმწიფოს ძალაუფლებას უცხოური კომპანიების შესაფერხებლად.

"ამერიკის მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს არასწორი პრაქტიკა. ჩინეთი მიმართავს აუცილებელ ზომებს ჩინური კომპანიების ლეგიტიმური უფლებების და ინტერესების დასაცავად", - თქვა პრესსპიკერმა.