LIVE

ტაივანი ტურისტებს მოგზაურობისთვის თანხას გადაუხდის

26 მარ 202316:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 703
ტაივანი ტურისტებს მოგზაურობისთვის თანხას გადაუხდის

ბევრი ქვეყანა ცდილობს ტურიზმი პანდემიამდელი პერიოდის მასშტაბებს დაუბრუნოს. ვიზიტორების მიზიდვისა და ეკონომიკის გაძლიერების მიზნით, ჰონგ-კონგმა და იტალიის რეგიონებმა მსურველებს უფასო მოგზაურობა და თავშესაფრებიც კი შესთავაზეს.

ასეთი ადგილების რიცხვს ტაივანიც შეუერთდა. კუნძულის მთავრობა 500 000-მდე ინდივიდუალურ მოგზაურს დაახლოებით $163-ს, 90 000-მდე ჯგუფს კი დაახლოებით $653-ს გადაუხდის. 

ტაივანის ტურიზმის ბიუროს თანახმად, თანხა მიმღებებს ციფრულ ტურისტულ ბარათზე დაერიცხებათ, რაც უზრუნველყოფს, რომ ტაივანის ტურიზმს მოხმარდეს. მოგზაურებს შეუძლიათ ბარათები კვების, საცხოვრებლის და სხვა სამოგზაურო ხარჯებისთვის გამოიყენონ. 

ტაივანი დაინტერესებულია, რომ უფრო მეტი ვიზიტორი მიიზიდოს ისეთი ადგილებიდან, როგორიცაა იაპონია, სამხრეთ კორეა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, ჰონგ-კონგი, მაკაო, ევროპა და აშშ.

ტაივანის ტურიზმის ბიუროს მონაცემებით, 2022 წელს მას 900 000-ზე ნაკლები ვიზიტორი ესტუმრა. შედარებისთვის, პანდემიამდე, 2019 წელს, კუნძულმა რეკორდული 11.8 მილიონი საერთაშორისო ტურისტი მიიღო.