LIVE

უკრაინული მარცვლეულის იმპორტით დაზარალებული ქვეყნებისთვის ევროკავშირი ფონდს ქმნის

22 მარ 202310:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 450
უკრაინული მარცვლეულის იმპორტით დაზარალებული ქვეყნებისთვის ევროკავშირი ფონდს ქმნის

ევროკომისია ევროკავშირის ბიუჯეტიდან 56 მილიონ ევროს გამოყოფს სამი ქვეყნის ფერმერებისთვის, რომლებიც უკრაინიდან პროდუქტის გაზრდილი იმპორტის გამო, შემცირებული ადგილობრივი ფასებით დაზარალდნენ. 

კრიზისულ რეზერვების ფონდიდან 30 მილიონი ევრო განკუთვნილია პოლონეთისთვის, ბულგარეთი 17 მილიონ ევროს, ხოლო რუმინეთი 10 მილიონ ევროს მიიღებს. 

უკრაინის სამი ძირითადი შავი ზღვის პორტიდან მარცვლეულის ექსპორტი გასული წლის ზაფხულში განახლდა, მაგრამ საზღვაო ვაჭრობა ჩვეულებრივ დონეს ჩამორჩება. ამის გამო, ფერმერები იძულებულები არიან, რომ  მოსავალი ევროკავშირის მეზობლების გავლით გაიტანონ. 

რუსეთსა და უკრაინას შორის მარცვლეულის შეთანხმება გასულ კვირას მინიმუმ 60 დღით გახანგრძლივდა. გაერომ და თურქეთმა განაცხადეს, რომ შეთანხმება გახანგრძლივდა, მაგრამ მათ კონკრეტული ვადა არ დაუსახელებიათ.

უკრაინის თანახმად, შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა, თუმცა Reuters-ი წერს, რომ მოსკოვი პაქტს მხოლოდ 60 დღით განაახლებს.