LIVE

საქართველოში სასტუმროები წლიურად 9.2%-ით გაძვირდა

21 მარ 202314:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 396
საქართველოში სასტუმროები წლიურად 9.2%-ით გაძვირდა

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის თებერვალში, საქართველოში სასტუმროების ფასები წლიურად 9.2%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 8.8%-ითაა მომატებული, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსი - 18.3%-ით.

წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო სამცხე-ჯავახეთსა (20%) და აჭარაში (20%), ყველაზე ნაკლები - მცხეთა-მთიანეთში (-3.7%).

თებერვალში, იანვართან შედარებით კი, სასტუმროების ფასების ინდექსი 1.6%-ით შემცირდა. კერძოდ, 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსმა 1.6%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასებმა 16.7%-ით იკლო.

თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო სამცხე-ჯავახეთში (6.4%), ყველაზე ნაკლები კი - თბილისში (-5.4%).

PMC-ის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში, საქართველოში 3- ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 140 ლარი შეადგინა, 4-ვარსკვლავიანის - 236 ლარი, საოჯახო ტიპის სასტუმროების კი - 116 ლარი. რაც შეხება 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს, წინა თვეში მათი საშუალო ფასი 392 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ კახეთში 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 562 ლარი შეადგინა, თბილისში - 489 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 454 ლარი, ხოლო გურიაში - 339 ლარი.