LIVE

თებერვალში ბათუმში 1 544 ბინა გაიყიდა - წლიური ზრდა 42%-ია

21 მარ 202313:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 421
თებერვალში ბათუმში 1 544 ბინა გაიყიდა - წლიური ზრდა 42%-ია

recov.ge-ს განახლებული მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვების მაჩვენებელი წლიურად 42%-ით გაიზარდა. ერთ თვეში სულ 1 544 ბინა გაიყიდა. ზღვისპირა ქალაქში ბაზრის ზომა 50%-ით, 66 მლნ დოლარამდე გაიზარდა.  

წინა თვეში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 45%-ით მოიმატა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

საანგარიშო პერიოდში 230%-ითაა გაზრდილი მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე, ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში კი ტრანზაქციების რაოდენობის 19%-იანი და 40%-იანი ზრდა დაფიქსირდა.  

რაც შეეხება ღირებულებას, ზღვისპირა ქალაქში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 22%-ით გაიზარდა და კვ.მ.-ზე 895 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 28%-ით, 791 დოლარამდე გაიზარდა. recov.ge-ს შეფასებით, ეს შესაძლოა განპირობებული იყოს ძველ ბათუმში ფასების მნიშვნელოვანი ზრდით.