LIVE

მოლდოვამ Gazprom-სგან გაზის შესყიდვა განაახლა

21 მარ 202313:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 404
მოლდოვამ Gazprom-სგან გაზის შესყიდვა განაახლა

სამთვიანი პაუზის შემდეგ, მოლდოვამ მარტში რუსული ენერგოკომპანია Gazprom-სგან გაზის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Moldovagaz-ის ხელმძღვანელმა, ვადიმ ჩებანმა განაცხადა.

"მოქმედი კონტრაქტის საფუძველზე, მიმდინარე წლის მარტში, Gazprom მოლდოვას აწვდის ბუნებრივ აირს თვეში 176,7 მლნ კუბური მეტრის მოცულობით, რაც დღეში 5,7 მლნ კუბურ მეტრს შეადგენს", - წერს ვადიმ ჩებანი Telegram-ში. 

გასული წლის დეკემბრიდან Gazprom გაზს მხოლოდ დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონს აწვდიდა.

მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა, ვიქტორ პარლიკოვმა გუშინ არ გამორიცხა, რომ რაღაც ეტაპზე Gazprom-სგან გაზის მიწოდება სრულად შეწყდეს.

მოლდოვა ევროპაში ერთ-ერთი ღარიბი ქვეყანაა, რომელიც განსაკუთრებით დაზარალდა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მის პორტებთან რუსი სეპარატისტების განლაგებით. 

გასული წლის ბოლომდე მოლდოვა თითქმის სრულად იყო დამოკიდებული Gazprom-ის გაზის იმპორტსა და რუსულ ენერგიაზე. გაზის მიწოდება ხშირად ხდებოდა მოლდოვასა და რუსეთს შორის დაძაბულობის მიზეზი.