LIVE

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან - გაუფასურდა

20 მარ 202317:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 635
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან - გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.37 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.5763 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.39 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7564 ლარი გახდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.