LIVE

მინისტრი: წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია მზადაა

20 მარ 202315:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 477
მინისტრი: წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია მზადაა

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ საქართველოს უკვე აქვს წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია და შესაბამისად, ნიმუშების საზღვარგარეთ გაგზავნა საჭირო აღარ იქნება.

„წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია მზადაა. ამ ეტაპზე, ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებზე ვთანხმდებით, თუ როდის უნდა გაიხსნას დაწესებულება. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია, სადაც მედიკამენტების გადამოწმება მოხდება და საზღვარგარეთ მედიკამენტების ნიმუშების გადაგზავნა, მისი ხარისხის დასადგენად აღარ იქნება საჭირო“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.