LIVE

მთავრობამ სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დაამტკიცა

20 მარ 202314:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 266
მთავრობამ სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დაამტკიცა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დამტკიცდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი სანებართვო პირობების თანახმად:

  • სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა აღარ გაიცემა საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე;
  • კლინიკამ „ქირურგიული მომსახურების“ სანებართვო დანართის მოპოვებისთვის უნდა მიმართოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რომელიც დადგენილებით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობას შეისწავლის ადგილზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
  • ის დაწესებულება, რომელიც უკვე არის ქირურგიული სერვისის მიმწოდებელი, ვალდებულია თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ახალ სანებართვო პირობებთან - 2023 წლის 1 სექტემბრამდე;
  • ასევე ქირურგიული სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო პერსონალი, ვალდებულია, ჩაერთოს უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) სისტემაში.

ქირურგიული სერვისისთვის შემუშავებული ახალი სანებართვო პირობები განახლდა საერთაშორისო და ჯანდაცვის სფეროს პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით და ცვლილების მიზანი, პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა.