LIVE

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა „არარატ ბანკის“ წევრობის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

20 მარ 202310:34
3 წუთის საკითხავი
clock clock 382
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა „არარატ ბანკის“ წევრობის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ერევანში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც „არარატ ბანკის“ გლობალური შეთანხმების წევრად გახდომიდან ერთი წლის იუბილეს მიეძღვნა.

სალომე ზურაბიშვილმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და გაეროს გლობალური შეთანხმების მნიშვნელობაზე, ასევე, საქართველოს ქსელის საქმიანობაზე ისაუბრა.

ღონისძიებას, რომელიც „არარატ ბანკისა“ და სომხეთში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ორგანიზებით გაიმართა, სომხეთში გაეროს მუდმივი კოორდინატორი, გაეროს გლობალური შეთანხმების, სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს, „არარატ ბანკისა“ და ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა შეხვედრა სომხეთში გაეროს მუდმივი წარმომადგენლის ოფისში, სადაც სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

(R)