
ხვალიდან რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. განცხადებაში საბაგიროს მუშაობის აღდგენის დრო მითითებული არ არის.
"20 მარტიდან რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური სამუშაოების გამო, დროებით მგზავრებს ვერ მოემსახურება. საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.