LIVE

დუბაიში ალკოჰოლზე 30%-იანი გადასახადი გაუქმდა

19 მარ 202314:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 577
დუბაიში ალკოჰოლზე 30%-იანი გადასახადი გაუქმდა

დუბაიში ალკოჰოლზე არსებული 30%-იანი დამატებითი გადასახადი გაუქმდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩასულ ტურისტებსა და ემიგრანტებს ალკოჰოლის შესაძენად დამატებითი თანხის გადახდა აღარ მოუწევთ.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი არგუმენტი ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი და უცხოელი კადრი მოზიდოს. როგორც ჩანს, ალკოჰოლზე არსებული გადასახადი აისახებოდა ტურისტების მსყიდველუნარიანობაზე. ქვეყნის ორმა მსხვილმა რითეილერებმა ისიც კი განაცხადეს, რომ ისინი ალკოჰოლის ფასებსაც შეამცირებენ, რათა ტურისტებისთვის და ადგილობრივებისთვის სასმლის შეძენა უფრო იაფი და ხელმისაწვდომი გახდეს. Reuters-ის ცნობით, ეს ცვლილებები ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება, როგორც საცდელი რეფორმა.

რეგიონის ქვეყნების მზარდი კონკურენციის პირობებში, არაბეთის გაერთიანებული საამიროების რამდენიმე ქალაქი უკვე გადავიდა ასეთ "გლობალურად მიმზიდველი პოლიტიკაზე", მათ შორისაა წყვილების თანაცხოვრების ლეგალიზაცია და რამადანის დღესასწაულის დროს ალკოჰოლის გაყიდვის დაშვება, რაც აქამდე აკრძალული იყო. 

მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორებმა 2022 წელს დუბაიში $29 მილიარდზე მეტი დახარჯეს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.