LIVE

მოქალაქეები სარფიდან 2 თვეში არადეკლარირებული ₾1.3 მილიონის შემოტანას ცდილობდნენ - RS

14 მარ 202315:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 493
მოქალაქეები სარფიდან 2 თვეში არადეკლარირებული ₾1.3 მილიონის შემოტანას ცდილობდნენ - RS

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის 1 იანვრიდან 10 მარტის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა და ფასიანი ქაღალდები გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, თანხა სხვადასხვა ვალუტაში იყო. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ჯამში 224 453 აშშ დოლარი, 11 885 ევრო, 200 000 შვეიცარიული ფრანკი, 79 500 რუსული რუბლი და 4 200 თურქული ლირა გამოავლინეს. რაც შეეხება ფასიან ქაღალდებს, მისმა ღირებულებამ 723 300 ლირა შეადგინა.  

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობა, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 1 304 230.79 ლარი იყო. 

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, საერთო ჯამში 36 000 ლარით დაჯარიმდნენ.

ამასთან, ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სხვა კანონდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით (თანხის 10%-ის ოდენობა), 24 224,78 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო ერთ შემთხვევაში დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხა მოქალაქეს სრულად ჩამოერთვა და მას სანქციის სახით ჯარიმა 581 489,76 ლარი შეეფარდა“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.