LIVE

საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი ₾3.15 მილიარდია

14 მარ 202313:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 626
საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი ₾3.15 მილიარდია

2023 წლის 10 მარტის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეების მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულებამ 3.15 მლრდ ლარი შეადგინა, წმინდა ამონაგები კი 481.8 მლნ ლარია.

საპენსიო სქემაში სულ გაწევრიანებულია 1 მლნ 378 ათასი ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3 185-მა პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 8 391 854 ლარს შეადგენს.

საპენსიო სააგენტოს თებერვლის ანგარიშის მიხედვით, ფონდის ამოქმედებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2023 წლის თებერვლის ჩათვლით, რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 3.56% იყო, წმინდა ამონაგები კი - 42.64%.

სააგენტოს ინფორმაციით, ფონდმა 2022 წლის მარტიდან აშშ დოლარის შესყიდვა დაიწყო და 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით, საინვესტიციო პორტფელის 18.5% განთავსებულია უცხოურ ვალუტაში, ხოლო 81.5% - ლარში.

საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება:

  • სადეპოზიტო სერტიფიკატები და ვადიანი ანაბრები - 59.8%;
  • საქართველოს სახაზინო ობლიგაციები - 16.1%;
  • გლობალურ აქციები - 9.2%;
  • მიმდინარე ანგარიშები - 7.5%;
  • აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები - 6.5%;
  • ევროობლიგაციები - 0.8%;
  • ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები - 0.1%.

თებერვლის ანგარიშის თანახმად, აქტივების 83.2% ფიქსირებულ განაკვეთზეა მიბმული, 7.7% ცვლადზე, 9.2% კი გლობალური აქციებია.

რაც შეეხება ვადიანობას, აქტივების 44%, 2 და მეტი წლით არის განთავსებული. აღსანიშნავია, რომ აქტივების 62.7%-ს BB- საკრედიტო რეიტინგი აქვს.