LIVE

სისხლისსამართლებლივი დევნა დაიწყო პირზე, რომელმაც 431 916 ლარის უკანონო შემოსავალი მიიღო

14 მარ 202310:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 416
სისხლისსამართლებლივი დევნა დაიწყო პირზე, რომელმაც 431 916 ლარის უკანონო შემოსავალი მიიღო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე, აჭარაში სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის მფლობელობაში არსებული კომპანიის მეშვეობით, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოიპოვა 286 241 მ3 ინერტული მასალა, რომლის რეალიზაციის შედეგად, ჯამში მიიღო 431 916 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი.

გარდა აღნიშნულისა, ბრალდებული, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა კომპანიის შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 316 653 ლარის გადახდას“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.