LIVE

ჩვენმა თაობამ საქართველო უნდა შეიყვანოს ევროკავშირში - გიორგი ქადაგიძე

13 მარ 202314:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 436

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ გადაცემა "ღია ეკონომიკაში" სტუმრობისას საქართველოს ეკონომიკის რუსეთისგან დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანებაა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს ორი არჩევანი: გახდეს დასავლეთის ნაწილი ან იქცეს რუსეთის უკანა ეზოდ, რომელსაც თავს გამოქცეული რუსები შეაფარებენ.

"ჩვენ არ უნდა ვიყოთ ქალების, ბავშვების, მოხუცების მკვლელების მხარეს, რომელსაც არავინ არ ელაპარაკება. უნდა ვიყოთ სრულიად საპირისპირო ბანაკში. იქ, სადაც არის დოვლათი, კეთილდღეობა და ევროკავშირის წევრობა. ვინაიდან ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანია, რომ ჩვენმა თაობამ საქართველო შეიყვანოს ევროკავშირში", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.