LIVE

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ახალი კლინიკები წლის ბოლომდე ვერ დაემატებიან

13 მარ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 491
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ახალი კლინიკები წლის ბოლომდე ვერ დაემატებიან

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი კლინიკებისა და სერვისების დამატება 2023 წლის 31 დეკემბრამდე დროებით შეაჩერა. ამასთან, კლინიკები, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში უკვე მონაწილეობენ, გამოთიშვას წლის ბოლომდე ვერ შეძლებენ.

აღნიშნულ რეგულაციასთან დაკავშირებით ვრცელი განმარტება არ მიუღიათ ჯანდაცვის ასოციაციაში, რომლის ხელმძღვანელი, ნინო კიკნაძე „ბიზნეს ფორმულასთან“ აცხადებს, რომ სიახლე მედიის საშუალებით გაიგეს და ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ.

„ვიღაცისთვის აღნიშნული საკითხი ფინანსურად ძალზედ დამაზიანებელი იქნება. ვიდრე ეს ბრძანება ძალაში შევიდოდა, სამედიცინო დაწესებულებებს უკვე გარკვეული სერვისების შესაქმნელად სხვადასხვა სამუშაოები დაწყებული ჰქონდათ. ამიტომ პოსტფაქტუმ რაღაცების გაგება არ უნდა ხდებოდეს. მითუმეტეს, როდესაც ეს ეხება საკმაოდ დიდ ფინანსურ ვალდებულებებს, რამაც შესაძლოა სამედიცინო დაწესებულება დააზარალოს,“- განაცხადა, ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო კიკნაძემ.

რაც შეეხება ახალი კლინიკების ჩართვის შეზღუდვას, ჰოსპიტალური სექტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ მხრივ, გადაწყვეტილება სწორია და დღეს ახალი კლინიკების დამატება რეალურ საჭიროებას არ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებულ ცვლილებთან დაკავშირებით სამინისტრომ ინფორმაცია 2 მარტს გაავრცელა, თუმცა კლინიკების წარმომადგენლებს დამატებითი ინფორმაცია სამინისტროს მხრიდან არ მიუღიათ.