LIVE

General Motors ავტომობილებში ChatGPT-ის გამოყენებას აპირებს

14 მარ 202311:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 407
General Motors ავტომობილებში ChatGPT-ის გამოყენებას აპირებს

General Motors-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Reuters-თან საუბრისას განაცხადა, რომ ავტოკომპანია Microsoft Corp–თან თანამშრომლობის ფარგლებში ChatGPT-ის გამოყენებას გეგმავს. ავტომობილების წარმოებაში ხელოვნური ინტელექტი ინერგება: “ChatGPT ყველაფერში იქნება,” - ამბობს GM-ის ვიცე-პრეზიდენტი სკოტ მილერი. 

ჩათბოტის გამოყენება შესაძლებელი იქნება ისეთ ინფორმაციაზე წვდომისთვის, როგორებიცაა ავტომობილის ფუნქციები, პროგრამის ფუნქციები, ავტოფარეხის კოდი, კალენდრის განრიგები და სხვა.  

“ჩვენი მომავალი მომხმარებლები უნდა მოელოდნენ, რომ ეს არ იქნება უბრალო ცვლილება, როგორც ხმოვანი ბრძანების ფუნქციის განვითარება. მათი ავტომანქანები მეტად უფრო ქმედითი და ახლებური გახდება,” - განაცხადა GM-ის წარმომადგენელმა. 

მიმდინარე წლის დასაწყისში Microsoft-მა მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა ChatGPT-ის მფლობელ OpenAI-ში და განაცხადა, რომ თავის პროდუქციაში იგი ჩათბოტის ტექნოლოგიების დანერგვას აპირებს. Microsoft-თან ერთად მუშაობს General Motors-ც რათა მართვის ავტომატიზებულ მოდელზე გადაიყვანოს თავისი პროდუქცია, რაც მომხმარებლებს ავტომანქანების მრავალ ფუნქციაზე წვდომას გაუადვილებს.