LIVE

მერიამ "ლაგუნა ვერეს" მიმდებარედ "ქართუ ჯგუფის" პროექტი დაახარვეზა

13 მარ 202312:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 441
მერიამ "ლაგუნა ვერეს" მიმდებარედ "ქართუ ჯგუფის" პროექტი დაახარვეზა

მერიამ "ლაგუნა ვერეს" მიმდებარედ "ქართუ ჯგუფის" პროექტი დაახარვეზა და მას მსვლელობა აღარ მიეცემა. 

"ლაგუნა ვერეს მიმდებარე არეალის მოწესრიგების და განვითარების მიზნით, განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადებაზე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ხშირად ხდება მერიის მხრიდან ხარვეზის დადგენა, შემსრულებლის მიერ მისი გამოსწორება და ხელახლა წარმოდგენა.

მოცემულ შემთხვევაშიც კომპანია პროექტის და დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით ახალ განაცხადს წარმოადგენს და ძველს მსვლელობა აღარ მიეცემა", - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ "ბიზნეს ფორმულასთვის" გამოგზავნილ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, მერიაში შესული პროექტი ითვალისწინებს ორი 65-სართულიანი ბეტონის ცათამბჯენს, ბიზნეს ობიექტებითა და საცხოვრებელი ფართებით.

"ფორმულას" ინფორმაციით, "ქართუს" დაკვეთით გმირთა მოედანზე დაგეგმილ მასშტაბურ პროექტს ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილი ხელმძღვანელობს.

პროექტს საზოგადოებაში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.