LIVE

როგორ მივიდა აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი კოლაფსამდე 24 საათში - SVB-ის კრახის ისტორია

13 მარ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 608
როგორ მივიდა აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი კოლაფსამდე 24 საათში - SVB-ის კრახის ისტორია

აშშ-ის მარეგულირებლებმა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბანკი Silicon Valley Bank (SVB)10 მარტს, მას შემდეგ დახურეს, რაც მისი რთული ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მეანაბრეების მიერ თანხის გატანა მოჰყვა.

ბანკის პრობლემების შესახებ ინფორმაცია დახურვამდე ორი დღით ადრე, 8 მარტს გახდა ცნობილი. CNN განმარტავს, როგორ მივიდა ბანკი კოლაფსამდე 24 საათის განმავლობაში. 

რა უნდა ვიცოდეთ SVB-ის შესახებ? 

SVB 1983 წელს დაარსდა და ის სილიციუმის ველის ტექნიკურ სტარტაპებს ემსახურებოდა. ბანკი აფინანსებდა ვენჩურული კაპიტალით მხარდაჭერილი ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის კომპანიების თითქმის ნახევარს. 

მიუხედავად იმისა, რომ SVB სილიკონის ველის გარეთ, შედარებით უცნობი იყო, ის 20 საუკეთესო ამერიკულ კომერციულ ბანკში შედიოდა. FDIC-ის თანახმად, გასული გასული წლის ბოლოს მისი აქტივები $209 მილიარდს შეადგენდა. 

რატომ განიცადა ბანკმა კოლაფსი?

მოკლედ რომ განვმარტოთ, ეს გამოიწვია ე.წ. საბანკო პანიკამ, რა დროსაც მომხმარებლებს ანგარიშებიდან მსხვილი თანხები მასობრივად გამოაქვთ.

ვრცელი განმარტება კი ცოტა კომპლექსურია და ბანკის კოლაფსი რამდენიმე მიზეზით აიხსნება. 

აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა ერთი წლის წინ დაიწყო საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინფლაციის შესამცირებლად. სესხის აღების უფრო მაღალმა ხარჯებმა შეამცირა ტექნიკური კომპანიების აქციები, რასაც SVB-სთვის სარგებელი უნდა მოეტანა.

მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა ასევე გააუფასურა გრძელვადიანი სახელმწიფო ობლიგაციები, სადაც ბანკი ფულს ინახავდა. 

SVB-ის ფინანსური პრობლემების შესახებ ინფორმაცია 8 მარტს გავრცელდა, რასაც მეანაბრეების მიერ თანხის გატანა მოჰყვა.

10 მარტს აშშ-ის მარეგულირებლებმა Silicon Valley Bank დახურეს. 

SVB ყველაზე დიდი ამერიკული ბანკია, რომელიც 2008 წლის შემდეგ დაიხურა.