LIVE

კანადა რუსული ალუმინისა და ფოლადის იმპორტს კრძალავს

12 მარ 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 380
კანადა რუსული ალუმინისა და ფოლადის იმპორტს კრძალავს

კანადამ რუსული ალუმინის და ფოლადის პროდუქციის იმპორტი აკრძალა. გადაწყვეტილების მიზანი მოსკოვის ეკონომიკური დასუსტებაა, რათა მან უკრაინაში ომის დაფინანსება ვერ შეძლოს. 

აკრძალვა ეხება როგორც დაუმუშავებელ ალუმინს, ასევე მისგან წარმოებულ პროდუქციას და ის გავლენას მოახდენს ისეთი პროდუქტების იმპორტზე, როგორიცაა ალუმინის ფურცლები, ალუმინის კონტეინერები, აგრეთვე ფოლადის მილები.

"უკრაინას შეუძლია და უნდა მოიგოს ეს ომი. ვაგრძელებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა შევამციროთ ან შევზღუდოთ პუტინის უკანონო და ბარბაროსული შეჭრის დასაფინანსებლად გამოყენებული შემოსავლები", - ნათქვამია კანადის ფინანსთა მინისტრის ქრისტია ფრილენდის განცხადებაში.

ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს კანადაში რუსეთიდან 45 მილიონი კანადური დოლარის ღირებულების ალუმინი და 213 მილიონი კანადური დოლარის ფოლადის პროდუქცია შევიდა.

გასულ თვეში აშშ-მა განაცხადა, რომ 10 მარტიდან რუსული ალუმინისა და ალუმინის პროდუქტების იმპორტზე 200%-იან ტარიფს აწესებს. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კანადამ მოსკოვის წინააღმდეგ არაერთი ზომა მიიღო. ოტავამ სანქციები დაუწესა 1600-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს. პარალელურად, კიევს 5 მილიარდი კანადური დოლარის ($3,6 მილიარდი) ღირებულების ფინანსური, სამხედრო და სხვა სახის დახმარება გაუწია.