LIVE

უკრაინამ რუსულ ტოტალიზატორებს სანქციები დაუწესა

12 მარ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 402
უკრაინამ რუსულ ტოტალიზატორებს სანქციები დაუწესა

უკრაინამ რუსეთთან დაკავშირებულ ტოტალიზატორებს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. შესაბამის განკარგულებას მან ხელი უკვე მოაწერა.  

სანქციები ეხება 280-ზე მეტ კომპანიას და 120 კერძო პირს, რომლებიც აზარტული ბიზნეს სქემებით მუშაობდნენ უკრაინის წინააღმდეგ და სხვადასხვა რუსულ სქემებს აფინანსებდნენ. მათ შორის არიან ბიზნესმენები რუსეთიდან, სომხეთიდან, კვიპროსიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და ნიდერლანდებიდან.

"გადაწყვეტილების მომზადებას გარკვეული დრო დასჭირდა. ის საფუძვლიანად არის შემუშავებული და ათობით მილიარდის ღირებულების სქემები იხურება. ეს არ არის ბოლო ასეთი გადაწყვეტილება. უკრაინა თავს დაიცავს ყველგან და ყველა ცივილიზებული საშუალებით", - განაცხადა ზელენსკიმ. 

სანქციები გულისხმობს უკრაინაში აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვას, ეკონომიკური ვალდებულებების შესრულების შეწყვეტას.