
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 2 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებს 61.1%-ით აღემატება.
„ბიზნეს ფორმულამ“ საქსტატიდან იმ TOP 10 კომპანიის ჩამონათვალი გამოითხოვა, სადაც გასულ წელს უცხოური ინვესტიციები ყველაზე დიდი მოცულობით განხორციელდა. ეს კომპანიებია (რეიტინგის მიხედვით არაა დალაგებული):
- შპს მაგთიკომი;
- შპს თბილისი ენერჯი;
- სს ენერგო - პრო ჯორჯია;
- შპს ტოიოტა კავკასია;
- სს ჯორჯია გლობალ იუთილითიზ;
- შპს აკვალია საქართველო;
- შპს სითი ლოფტი;
- სს ბიჯეო ჯგუფი;
- შპს ეპამ სისტემს (ჯორჯია);
- ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი.