
გერმანული ავტომიმწოდებელი Schaeffler-ი თავისი რუსული ბიზნესის ავსტრიელ ბიზნესმენ ზიგფრიდ ვოლფზე მიყიდვას გეგმავს.
Reuters-ის ცნობით, გერმანული Schaeffler-ის სამმართველო საბჭოს წევრმა კომპანიის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გერმანულ ჟურნალ Der Spiegel-თან გააკეთა. კონტრაქტს გერმანულ კომპანიასა და ავსტრიელ ბიზნესმენს შორის ხელი დეკემბერში მოეწერა. Der Spiegel-ის ინფორმაციით, ახლა მხოლოდ რუსული მხარის თანხმობაა დარჩენილი.
აღსანიშნავია, რომ გერმანული ავტომიმწოდებლის რუსული ბიზნესი ავსტრიელ ბიზნესმენზე გაყიდვის საკითხს უკრაინული ანტი-კორუფციული სამსახური იძიებდა.