LIVE

დეგნანი: ყველა ველით, რომ პარლამენტის თითოეული წევრი წითელ ღილაკს დააჭერს და კრემლის მიერ შთაგონებულ კანონს უარყოფს

10 მარ 202311:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 444
დეგნანი: ყველა ველით, რომ პარლამენტის თითოეული წევრი წითელ ღილაკს დააჭერს და კრემლის მიერ შთაგონებულ კანონს უარყოფს

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, ახლა ყველა ელის, რომ პარლამენტის თითოეული წევრი წითელ ღილაკს დააჭერს ხელს და ოფიციალურად უარყოფს კანონებს, რომელიც კრემლის მიერაა შთაგონებული.

კელი დეგნანი აღნიშნავს, რომ საქართველოს უცხოური აგენტების შესახებ კანონი არ სჭირდება და უკვე არსებობს იმ ფინანსური დახმარების საკმაო გამჭვირვალობა, რომელიც ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. 

"ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა ხმამაღლა და გარკვევით თქვეს თავისი სათქმელი და საბოლოოდ მმართველმა პარტიამ მათ მოუსმინა. ახლა ჩვენ ყველა ველით, რომ პარლამენტის თითოეული წევრი წითელ ღილაკს დააჭერს ხელს და ოფიციალურად უარყოფს იმ კანონებს, რომელიც კრემლის მიერ არის შთაგონებული და არ სჭირდება საქართველოს. საქართველოს ეს კანონები არ სჭირდება. უკვე არსებობს საკმაო დაცვა და გამჭვირვალობა იმ ფინანსური დახმარებისა, რაც საქართველოში ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება, რათა დაეხმაროს მათ, ვინც მთელ ქვეყანაში საკუთარი გარემოს გაუმჯობესებაზე დაუღალავად მუშაობს - სწორედ ამას ემსახურება საერთაშორისო დახმარება საქართველოში უკვე 30 წელია და ამის დასანახად საკმარისია მიმოიხედოთ ამ ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში და დაინახოთ, რომ ძალიან კარგი საქმე კეთდება.

საქართველოს მოსახლეობას ახლა სურს დაინახოს, რომ მათმა მთავრობამ შეასრულოს დაპირება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად და იმედი მაქვს, რომ ახლა მთელი ენერგია და ყურადღება ამისკენ იქნება მიმართული. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა თითოეული ქართველის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და სწორედ ქართველი ხალხი აკისრებს მთავრობას პასუხისმგებლობას კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაპირებაზე",- განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად "ქართულმა ოცნებამ" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა. დღეს, 10 მარტს, 12:00 საათზე პარლამენტში პლენარული სხდომა, 11:45 საათზე კი ბიუროს სხდომა ჩაინიშნა. პარალელურად, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება.