LIVE

ლარი ევროსთან 2.92 თეთრით გამყარდა

09 მარ 202317:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 665
ლარი ევროსთან 2.92 თეთრით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.40 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.5933 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 2.92 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7398 ლარი გახდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.