LIVE

საქართველოს მოქალაქემ უკრაინული BTA ბანკის ყიდვის ნებართვა მიიღო

09 მარ 202315:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 796
საქართველოს მოქალაქემ უკრაინული BTA ბანკის ყიდვის ნებართვა მიიღო

საქართველოს მოქალაქემ უკრაინული ბანკის აქციების ყიდვის ნებართვა მიიღო. როგორც უკრაინული საინფორმაციო სააგენტო ukranews წერს, უკრაინის ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირზე BTA ბანკის აქციების შესყიდვის ნებართვა გასცა. 

უცნობია, ვინაა საქართველოს მოქალაქე, რომელზეც უკრაინული ბანკის ყიდვის ნებართვა გაიცა. 

ამჟამად უკრაინულ BTA ბანკს ყაზახური BTA ბანკი ფლობს.

როგორც უკრაინული საინფორმაციო სააგენტო იტყობინებოდა, 2021 წლის დეკემბერში ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა ნებართვა უკრაინული BTA ბანკის შესყიდვის შესახებ ყაზახურ კომპანია Kaspi.kz-ზე გასცა, რომელიც ყაზახ ბიზნესმენ კენეს რაკიშევს ეკუთვნის. Kaspi.kz-ის აღმასრულებელი დირექტორი და აქციათა 25%-ის მფლობელი ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძეა. ლომთაძე ადრე Baring Vostok Capital Partners-ის ერთ-ერთი პარტნიორი იყო, რომლის ფონდები Kaspi.kz-ის აქციათა დამატებით 29%-საც ფლობს

უკრაინის BTA ბანკი 1992 წელს დაარსდა. NBU-ს მონაცემებით, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბანკმა აქტივებით უკრაინის 67 ბანკს შორის 65-ე ადგილი დაიკავა.