LIVE

Apple ახალი ტიპის iMac-ის გამოშვებას გეგმავს

06 მარ 202318:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 602
Apple ახალი ტიპის iMac-ის გამოშვებას გეგმავს

Apple ახალი ტიპის ლეპტოპების გამოსაშვებად ემზადება, რომელთა შორისაც იქნება უახლესი დიზაინის iMac, განახლებული მოდელის დესკტოპით. Bloomberg-ის ინფორმაციით, მოდელი ამჟამად საინჟინრო შემოწმებას გადის და წარმოების სატესტო რეჟიმშია. 

ახალი iMac-ის ეკრანის ზომა, 2021 წლის მოდელის მსგავსად, კვლავ 24 ინჩი იქნება. მოდელის ტესტირებადი ვერსიების ფერები იქნება ლურჯი, ვერცხლისფერი, ვარდისფერი და ნარინჯისფერი. 

ტექნიკურად ახალი iMac უფრო მძლავრი იქნება. Apple აღნიშნული მოდელისთვის გეგმავს უფრო ძლიერი M-ჩიპის დანერგვას, რომელიც ჩაანაცვლებს ამჟამინდელ M1 ტიპის ჩიპს. იგეგმება სხვა შიდატექნიკური დეტალების გადაადგილება და ცვლილებები დიზაინში.

iMac-ის ახალი მოდელების - J433-სა და J434-ის განვითარების მიუხედავად, მათი მასობრივ გაყიდვაში ჩაშვება მინიმუმ მომდევნო 3 თვის განმავლობაში არ იგეგმება. ეს ნიშნავს, რომ ახალ მოდელს წლის მეორე ნახევრამდე უნდა ველოდოთ. მიუხედავად ამისა, ეს მაინც დიდი სიახლეა Apple-ის წარმოებებით იმედგაცრუებული მომხმარებლებისთვის, რომლებიც ახალი დიზაინის დესკტოპს უკვე თითქმის ორი წელია ელოდებიან. 

გარდა ახალი iMac-ისა, Apple Mac-ის კიდევ სამი ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს. სავარაუდოდ ეს სამი მოდელი იქნება 15-ინჩიანი MacBook Air, პირველი Mac Pro და 13-ინჩიანი MacBook Air-ის განახლებული ვერსია. არაა დაზუსტებული, რომელ პროცესორებზე იმუშავებენ ახალი მოდელები, თუმცა ცნობილია, რომ Mac Pro-ს ექნება ახალი M2 Ultra, რომელიც მას 192 გეგაბაიტის მეხსიერებით უზრუნველყოფს. 

Apple-მა უკვე განავითარა უფრო მძლავრი ტიპის M3 ჩიპი, რომლის გამოყენებასაც iMac-ებსა და MacBook-ების მოდელებზე მომდევნო წლებისთვის უნდა ველოდოთ.