LIVE

თურქეთი აცხადებს, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე მუშაობს

05 მარ 202318:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 597
თურქეთი აცხადებს, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე მუშაობს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ დღეს განაცხადა, რომ ანკარა გაეროს მიერ მხარდაჭერილი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების გაგრძელებაზე მუშაობს.

„ვმუშაობთ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეუფერხებლად განხორციელებასა და მის შემდგომ გაფართოებაზე“, - თქვა ჩავუშოღლუმ კატარში მიმდინარე გაეროს კონფერენციაზე.

ჩავუშოღლუმ ასევე განაცხადა, რომ მან ეს საკითხი გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან განიხილა.

მიმდინარე კვირაში რუსეთმა განაცხადა, რომ ის შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ რუსეთის სოფლის მეურნეობის მწარმოებლების ინტერესები გათვალისწინებული იქნება.

გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება გასული წლის ივლისში შედგა და მის საფუძველზე, უკრაინის სამი პორტიდან მარცვლეული ექსპორტზე გავიდა. ხელშეკრულება ნოემბერში გახანგრძლივდა. იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელებაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, ხელშეკრულების ვადა 18 მარტს იწურება.  

თურქეთის საკოორდინაციო ცენტრის მონაცემებით, 3 მარტის მდგომარეობით, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში, ექსპორტირებულია თითქმის 23 მილიონი ტონა მარცვლეული და სხვა საკვები პროდუქტები.