
პარასკევს Bitcoin-ის ღირებულება $1 213-ით (5.2%-ით) შემცირდა და $22 253 შეადგინა.
უმსხვილესი და ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტა მიმდინარე წლის პიკურ, ანუ 16 თებერვლის $25 270-იან ღირებულებასთან შედარებით, 11.9%-ითაა შემცირებული.
პარასკევს ასევე 5.3%-ით დაეცა ეთერიუმის ბლოკჩეინის ქსელთანაა დაკავშირებული Ether-ის ფასიც. კრიპტოვალუტის ღირებულება $1 560.9-მდე შემცირდა.