
რუსეთის არმიის დახმარების, ჩინეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერისა და ჩინეთსა და მიანმაში ადამიანის უფლებების დარღვევის ხელშეწყობის გამო, შეერთებულმა შტატებმა სავაჭრო შავ სიაში 37 სუბიექტი დაამატა. ამის შესახებ აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა განაცხადა.
„როდესაც ვაიდენტიფიცირებთ სუბიექტებს, რომლებიც შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ან საგარეო პოლიტიკის შეშფოთების მიზეზს წარმოადგენენ, მათ ვამატებთ სუბიექტების სიაში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ტრანზაქციების შემოწმება შეგვიძლია“, - განაცხადა მდივნის თანაშემწემ თეა კენდლერმა.