
საქართველო 2023 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ 167 ქვეყნიდან ისევ 53-ე ადგილზეა. ქვეყანა ამ პოზიციაზე იყო 2021 და 2022 წლებშიც.
ანგარიშს ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი Legatum Institute 2007 წლიდან აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს საქართველო ინდექსში 64-ე ადგილს იკავებდა.
ორგანიზაცია ქვეყნის კეთილდღეობას 12 კატეგორიის მიხედვით აფასებს. კატეგორიების მიხედვით, საქართველოს პოზიცია ასეთია:
● დაცულობა და უსაფრთხოება - 82-ე ადგილი;
● პერსონალური თავისუფლება - 59-ე ადგილი;
● მმართველობა - 53-ე ადგილი;
● სოციალური კაპიტალი - 104-ე ადგილი;
● საინვესტიციო გარემო - 47-ე ადგილი;
● სამეწარმეო გარემო - 58-ე ადგილი;
● ინფრასტრუქტურა და ბაზარზე წვდომა - 55-ე ადგილი;
● ეკონომიკის ხარისხი - 78-ე ადგილი;
● საცხოვრებელი პირობები - 78-ე ადგილი;
● ჯანმრთელობა - 90-ე ადგილი;
● განათლება - 49-ე ადგილი;
● ბუნებრივი გარემო (ეკოლოგია) - 128-ე ადგილი.
კეთილდღეობის ინდექსში ქვეყნების პირველი ხუთეული შემდეგია: დანია, შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი, შვეიცარია. ბოლო ადგილებს კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, იემენი და სამხრეთ სუდანი იკავებენ.