LIVE

2022 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 563 165-მდე გაიზარდა

01 მარ 202314:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1394
2022 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 563 165-მდე გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 73 000-ით გაიზარდა. ზრდის უდიდესი წილი, დაახლოებით 67 000 ერთეული, მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. გასული წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 1 563 165 ავტომობილია რეგისტრირებული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების უმეტესობის, 1 296 354-ის ასაკი 10 წელს აღემატება.

ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების დიდი ნაწილი - 635 190 ბენზინს მოიხმარს, 300 836 - დიზელს, 154 502 - ბენზინსა და აირს, 1 136 - აირს, 113 893 ავტომობილი ჰიბრიდია, 3 283 კი - ელექტრომობილი.