
ევროკავშირში მოგზაურობის ახალი წესი, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა ამოქმედებულიყო, 2024 წლამდე გადაიდო.
ETIAS-ის ამოქმედებით მოგზაურებს, რომლებიც ევროპას მომავალი წლიდან ეწვევიან, გამგზავრებამდე ნებართვის მიღება დასჭირდებათ.
ყველა ვიზიტორს, ვინც ადრე ევროპაში უვიზოდ მოგზაურობდა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, ასაკის მიუხედავად, ETIAS-ის მიღება მოეთხოვება. განაცხადის შევსება გამგზავრებამდე, ელექტრონულად იქნება საჭირო, რის საფასურადაც 7 ევრო განისაზღვრა.
მიღებული ნებართვა ძალაში 3 წლის განმავლობაში ან პასპორტის ვადის ამოწურვამდე იქნება.
ევროკომისიის თანახმად, ახალი სისტემის ამოქმედებით, ევროპაში მოგზაურობა უფრო უსაფრთხო გახდება.