LIVE

ხშირია შემთხვევები, როდესაც ქსელური მარკეტები ადგილობრივ პროდუქციას იწუნებენ - GNP

28 თებ 202316:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 437
ხშირია შემთხვევები, როდესაც ქსელური მარკეტები ადგილობრივ პროდუქციას იწუნებენ - GNP

შპს "ჯორჯიან ნატურალ პროდუქტის" (GNP) დირექტორი, ილია ზედელაშვილი ამბობს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ქსელური მარკეტები ადგილობრივ პროდუქციას იწუნებენ.

როგორც მან "ბიზნეს ფორმულასთან" საუბარში აღნიშნა, ეს იმით აიხსნება, რომ იმპორტირებულ ნაწარმს უფრო მცირე გადასახადები ახლავს ვიდრე ადგილობრივს და ქსელებისთვის მეტად მომგებიანია.

"ქსელს თვითონ შემოაქვს იმპორტირებული პროდუქცია, რომელზეც დამატებით ფასნამატებს არ აწესებს. შედეგად ვიღებთ, რომ ადგილობრივი წარმოებული პროდუქცია იმპორტირებულთან შედარებით ნაკლებ კონკურენტუნარიანია", - განაცხადა ილია ზედელაშვილმა.

მისი განცხადებით, ადგილობრივ წარმოებას პრობლემას უქმნის ისიც, რომ ქსელურ მარკეტში მოსახვედრად მეწარმეებს დამატებით რეგისტრაციის საფასურის გადახდა უწევთ.

"ქსელი მეუბნება, რომ წარმოებულ პროდუქციას დახლზე არ დადებს იმ შემთხვევაში თუ მას არ დარჩება 40%-იანი მოგება. ამას გარდა მეუბნება, რომ ქსელში რეგისტრაციისთვის დამატებითი თანხა უნდა გადავიხადო. კიდევ ერთი პრობლემა არის ე.წ. ქეშბექის ნაწილი. ვინაიდან, ქსელური სუპერმარკეტები ქეშბექის სახით, 20-25%-ს ითხოვენ. მისი მიცემა კი, ადგილობრივი მეწარმის მხრიდან შეუძლებელია, რადგან ჩვენი მთლიანი მოგება მხოლოდ 20%-ს შეადგენს", - განაცხადა ილია ზედელაშვილმა "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.