LIVE

კომისიის მიერ ფარმაცევტულ პროდუქტებზე ზღვრული ფასის დადგენა არასამართლიანია - ასოციაცია

28 თებ 202316:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 573

საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტის, ლევან გოგიბერიძის თქმით, უწყებათაშორისი კომისიისთვის ფარმაცევტულ პროდუქტებზე ზღვრული საბითუმო ფასის დადგენის უფლებამოსილების მინიჭება ნაადრევი და არასამართლიანია.

როგორც მან „ბიზნეს ფორმულასთან“ განაცხადა, მსგავსი ჩარევით და კონკრეტული ექსპერტების გადაწყვეტილებით გარკვეულ მედიკამენტებზე ფასის დადგენა კონკურენტუნარიან გარემოს ხელს ვერ შეუწყობს.

„დაკანონება, რომ უწყებათაშორისმა კომისიამ მოახდინოს ფასების განსაზღვრა, მე ცოტა ნაჩქარევად მიმაჩნია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ რეფერენტული ფასების რეფორმა წლის ბოლომდე ყველა მედიკამენტთან დაკავშირებით უნდა შემოვიდეს, მაშინ რატომ ხდება რომ რომელიღაცა ექსპერტების გადასაწყვეტია ამა თუ იმ მედიკამენტზე ფასის დადგენა. სიმართლე გითხრათ, არასამართლიანად მიმაჩნია და ეს ხელს არ უწყობს კონკურენტუნარიანი გარემოს შენარჩუნებას ჩვენს სექტორში“,- აცხადებს საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი.

რემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს.