LIVE

დასავლური კომპანიების გასვლის ფონზე, რუსეთში ჩინური ბრენდების გაყიდვები გაიზარდა

04 მარ 202315:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 424
დასავლური კომპანიების გასვლის ფონზე, რუსეთში ჩინური ბრენდების გაყიდვები გაიზარდა

მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთის ბაზარი არაერთმა გლობალურმა ბრენდმა დატოვა, რუსეთმა ალტერნატივების მოძიება დაიწყო. სმარტფონების და ავტომობილების ალტერნატივად კი, ჩინური პროდუქცია იქცა.

Counterpoint Research-ის მიხედვით, სმარტფონების ჩინური გიგანტი Xiaomi და ავტომწარმოებელი Geely არიან კომპანიებს შორის, რომლებსაც ბოლო თვეებში რუსეთში გაყიდვები გაეზარდათ. მართალია, ჩინელი მწარმოებლები რუსეთის ბაზარზე უკრაინაში ომის დაწყებამდეც პოპულარულები იყვნენ და 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, სმარტფონების ბაზრის 40%-ს შეადგენდნენ, თუმცა დღეს ბაზარი თითქმის მთლიანად დაიპყრეს და უკვე ბაზრის 95%-ს იკავებენ. პარალელურად, Samsung-მა და Apple-მა, რომლებიც, როგორც წესი, ომამდე ბაზრის პირველ და მეორე ადგილს იკავებდნენ, ბოლო ერთ წელში ბაზრის ერთობლივი წილი 53%-დან 3%-მდე შეამცირეს.

მიღმა ტელეფონებისა, რუსებმა შარშან რეკორდული რაოდენობის ჩინური მანქანებიც შეიძინეს. Autostat-ის თანახმაც, ჩინეთის ახალი მანქანების გაყიდვები ქვეყანაში 2022 წელს 7%-ით, 121 800-მდე გაიზარდა. 

აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ემბარგოსგან ჩინური ბრენდები სარგებელს იღებენ, რუსეთის ბაზარი კი მაინც იკლებს, რამდენადაც რუსი მომხმარებლებისთვის მძიმე პერიოდია.