
სამხრეთ კორეის სატელეკომუნიკაციო გიგანტი SK Telecom 2025 წელს მფრინავი ტაქსის სერვისის ამოქმედებას გეგმავს. კომპანია ელის, რომ ამ მიმართულებიდან მომავალში მნიშვნელოვან შემოსავალს მიიღებს.
სამხრეთ კორეის ბაზრისთვის საჰაერო ტაქსების შექმნის მიზნით გასულ წელს SK Telecom-მა და ამერიკულმა კომპანია Joby Aviation-მა (ე.წ. ელექტრო ვერტიკალური ასაფრენი და სადესანტო მანქანების მწარმოებელი) ოფიციალური თანამშრომლობაც დაიწყეს.
როგორც SK Telecom-ის განვითარების მთავარი ოფიცერი ჰა მინ-იონგმი ამბობს, ტაქსის სერვისი კომერციულად ხელმისაწვდომი 2025 წლის შუა პერიოდში იქნება.
მისივე თქმით, თუ 2025 წელს პროექტის გაშვებით დამტკიცდება რომ მომსახურების ხარისხი და უსაფრთხოება საზოგადოების ფართო სპექტრისთვის მისაღებია, მაშინ შესაძლებელი გახდება ლოგისტიკისა და ტურიზმის მიმართულებით განვითარება, ასევე ტრანსპორტის სამედიცინო სერვისთან დაკავშირებაც.
აღსანიშნავია, რომ მფრინავ ტაქსებს შემდეგი თაობის ინტერნეტის, ანუ 5G ქსელებთან დაკავშირება სჭირდებათ, რათა ავტომატურ რეჟიმში იფრინონ და იმუშაონ.