LIVE

თურქეთი შვედეთთან და ფინეთთან მოლაპარაკებებს 9 მარტს განაახლებს

27 თებ 202316:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 361
თურქეთი შვედეთთან და ფინეთთან მოლაპარაკებებს 9 მარტს განაახლებს

შვედეთისა და ფინეთის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე, თურქეთი მაღალი დონის მოლაპარაკებებს 9 მარტს განაახლებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, მხარეები ბრიუსელში განიხილავენ შეასრულა თუ არა ორმა სკანდინავიურმა ქვეყანამ ვალდებულებები, მათ შორის არის ქურთი სეპარატისტული ჯგუფების საკითხი.

ანკარა სტოკჰოლმისგან 70-ზე მეტი პირის გადაცემას მოითხოვს, ძირითადად საუბარია ქურთებზე, რომელთაც თურქეთი ტერორისტებად მოიხსენიებს.

„ჩვენთვის შეუძლებელია შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე თანხმობის მიცემა ამ ნაბიჯების გარეშე“, - თქვა მან და გაიმეორა, რომ თურქეთს ფინეთის წევრობის მიმართ ნაკლები დათქმა აქვს. 

შეხვედრა მას შემდეგ გადაიდო, რაც თურქეთმა იანვარში შვედეთში ყურანის დაწვა გააპროტესტა. მაშინ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის მხარდაჭერას არ უნდა ელოდოს.