LIVE

უკანონო ონლაინ კაზინოებისთვის პასუხისგებაში 3 ადამიანი მისცეს, მათგან 1 დაკავებულია

27 თებ 202310:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 411
უკანონო ონლაინ კაზინოებისთვის პასუხისგებაში 3 ადამიანი მისცეს, მათგან 1 დაკავებულია

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა, აჭარაში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების 3 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც, უცხოეთის 3 მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს, მათგან 1 დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ქალაქ ბათუმში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, შენიღბულად მოწყობილი ჰქონდათ ონლაინ გათამაშების ობიექტები, საიდანაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებ გვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი.

დადგენილია, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით, თითოეულ მათგანს უნდა გადაეხადა 100 000 ლარი“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.