
Wall Street-ის მთავარმა ინდექსებმა 2023 წელს ყველაზე დიდი ყოველკვირეული ვარდნა განიცადეს, პარასკევს მკვეთრი დანაკარგების შემდეგ. რამდენადაც, ინვესტორების მოლოდინი ამერიკის ცენტრალური ბანკის მხრიდან პოლიტიკის უფრო აგრესიული გამკაცრებისკენ იხრება.
Dow Jones Industrial Average ინდექსი 3%-ით შემცირდა, რაც სექტემბრის შემდეგ ყველაზე დიდი ყოველკვირეულ ვარდნაა. ეს ასევე ინდექსის ზედიზედ მეოთხე ყოველკვირეული ვარდნაა. S&P 500 და Nasdaq ასევე დაეცა 2.7% და 3.3%-ით.
Tesla-ს, Amazon-ის, Nvidia Corp-ის აქციების კლება 1.6-2.6% ინტერვალში იყო.
იანვარში შედარებით ძლიერი მაჩვენებლები შემდეგ, თებერვალში ინდექსების კლება დაფიქსირდა იმ ფონზე, რომ ეკონომიკური მონაცემები აძლიერებს შეშფოთებას, მაღალი განაკვეთების ხანგრძლივად შენარჩუნების შესახებ.