LIVE

რუსეთის პასუხი Amazon-ს

24 თებ 202116:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 457
რუსეთის პასუხი Amazon-ს

უინსტონ ჩერჩილი ამბობდა, რომ კარგი კრიზისი ხელიდან სარგებლის გარეშე არ უნდა გაუშვა. ტატიანა ბაკალჩუკი მას დაეთანხმებოდა. საცალო გაყიდვების უდიდესი რუსული საიტის Wildberries-ის დამფუძნებელმა სამი ეკონომიკური კრიზისი გამოიარა მას შემდეგ რაც 2004 წელს კომპანია დააარსა. თითოეულმა მათგანმა მისი ბიზნესი კიდევ უფრო გააძლიერა და საბოლოოდ ქვეყნის უდიდეს ვებ-მაღაზიად აქცია.

”მადლობა ღმერთს კრიზისებისთვის. ამან ჩვენ სხვაგვარად მოქმედების ბიძგი მოგვცა,” ამბობს ბაკალჩუკი.

2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს უცხოური ბრენდების მარაგი მიჰყიდა რუს ქალებს, რომლებიც მისი კლიენტების უდიდეს ნაწილს შეადგენენ. 2014 წელს, როდესაც რუბლი დაეცა, Wildberries-იმ ადგილობრივ მწარმოებლებთან შეთანხმება გააფორმა და შექმნა ბაზარი, სადაც ვაჭრობა შეამცირა, გამყიდველებს ნივთების შენახვისა და დისტრიბუციისთვის გადასახადი დაუწესა, რის ხარჯზეც საიტზე საქონლის ასორტიმენტი გაიზარდა.

კორონავირუსის კრიზისის პერიოდში მისი გაყიდვები თითქმის გაორმაგდა და 437 მილიარდი რუბლი (5,9 მილიარდი დოლარი) შეადგინა. მყიდველებმა გაყიდვების ონლაინ საიტებს მიმართეს, რამაც კომპანია აიძულა ლოჯისტიკის აუთსორსზე გადაყვანის გეგმის შემუშავება დაეჩქარებინა. ”გასულმა წელმა დიდი სტიმული მოგვცა და მიგვიყვანა იქ, სადაც საბოლოოდ უნდა მივსულიყავით”, ამბობს ბაკალჩუკი.

შედეგად კომპანიამ რუსეთის ელექტრონული კომერციული ბაზრის 14% დაიკავა, რაც მასთან ყველაზე ახლოს მდგარ კონკურენტზე ორჯერ დიდი რიცხვია. Wildberries-ი გაყიდვების მონაცემების გარდა სხვა, მაჩვენებლებს არ ასაჯაროებს, მაგრამ ამბობს, რომ საქმიანობა მომგებიანია.

ბაკალჩუკი, რომელიც კომპანიის 99%-ს ფლობს, რუსეთში სიმდიდრით მე-14 ადგილზეა. $10,9 მილიარდიანი ქონებით ის ქვეყნის ყველაზე მდიდარი ქალია.

მან გადაუსწრო ისეთ კონკურენტებს, როგორებიცაა ჩინური Alibaba, ადგილობრივი ტექნოგიგანტებს Yandex-ი, და Ozon-ს.

განსხვავებით ბევრი რუსი მილიარდერისგან, რომლებმაც სიმდიდრე გასული საუკუნის 90-იანი წლების ქაოტური პრივატიზაციის დროს დააგროვეს, ბაკალჩუკმა თავისი ბიზნესი ნულიდან შექმნა. 

მას რუსული ელიტისგან ისიც განასხვავებს, რომ ის უარს ამბობს 100-მეტრიან იახტებზე, ტყავით დაფარულ პირად თვითმფრინავებსა და სასახლეებზე, სადაც 11 მდიდრული სააბაზანოა. 2019 წლამდე მას მანქანა არ ჰყავდა და მოსკოვის გარეუბანში ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა.

Wildberries-ს არ ჰყავს დირექტორთა საბჭო და არასოდეს ჰყოლია გარე დამფინანსებლები. გადაწყვეტილებებს ბაკალჩუკი ძირითადად თავად იღებს.

Wildberries-ი პროდუქციას უცხოეთშიც, მათ შორის ევროპასა და ისრაელში ჰყიდის, რის გამოც იგი პირდაპირ კონკურენციას უწევს Amazon.com–ს, რომელიც რუსეთში არ მუშაობს.

”ჩვენი ძალა მცირე ბიზნესთან თანამშრომლობაა და ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში ხართ”, ამბობს რუსეთის ყველაზე მდიდარი ქალი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ილია ხრენიკოვი და ჯეიკ რუდნიცკი