LIVE

Netflix-ი 30-ზე მეტ ქვეყანაში გამოწერის ღირებულებას ამცირებს

25 თებ 202312:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 623
Netflix-ი 30-ზე მეტ ქვეყანაში გამოწერის ღირებულებას ამცირებს

სტრიმინგის გიგანტმა Netflix-მა 30-ზე მეტ ქვეყანაში გამოწერის საფასური შეამცირა. კომპანიის მიზანი აბონენტების რაოდენობის გაზრდაა.

კერძოდ, შემცირებები ვრცელდება გარკვეული მიმართულებებით, მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში სააბონენტო გადასახადი ნახევრდება. ფასები შემცირდა აზიის, ევროპის, ლათინური ამერიკის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ნაწილებში. ეს ხდება მას შემდეგ, რაც მზარდი ინფლაციის ფონზე, ოჯახები ე.წ. ქამრების შემოჭერას ცდილობენ, ​Netflix-ი კი მძლავრ კონკურენციას ებრძვის.  

ქვეყნები, რომლებშიც სააბონენტო გადასახადები შემცირდა, მოიცავს მალაიზიას, ინდონეზიას, ტაილანდს, ფილიპინებს, ხორვატიას, ვენესუელას, კენიასა და ირანს. აღსანიშნავია, რომ ფასების კლება არ შეხებია დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს. 

დღესდღეობით Netflix-ი 190-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გრეგ პიტერსი ამბობს, კომპანიის მიზანია სტრიმინგ სერვისი უფრო მეტ ქვეყანაში გახდეს ხელმისაწვდომი.

ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში ბევრ ქვეყანაში Netflix-მა ​პაროლის გაზიარებაზე შეზღუდვები დააწესა. თუ მომხმარებელს სურს საკუთარ პაროლის მეგობრისთვის ან ოჯახის წევრისთვის გაზიარება, ვალდებულია დამატებით გადაიხადოს. 

გასულ ზაფხულს, Netflix-მა თითქმის მილიონი აბონენტი დაკარგა, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადა, რომ 2022 წლის ბოლოს მომხმარებელთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა.