LIVE

2022 წელს ევროკავშირის მოსახლეობის ნახევრის ასაკი 44,4 წელზე მეტი იყო 

26 თებ 202314:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 385
2022 წელს ევროკავშირის მოსახლეობის ნახევრის ასაკი 44,4 წელზე მეტი იყო 

2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ევროკავშირის მოსახლეობის მედიანურმა ასაკმა 44,4 წელს მიაღწია, რაც 2021 წელთან შედარებით 0,3 წლით მეტია.

Eurostat-ის ოფიციალური მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ ევროკავშირის მოსახლეობის საშუალო ასაკი 2,5 წლითაა გაზრდილი (საშუალოდ, წელიწადში 0,25 წლით). 11 წლის წინ საშუალო ასაკი 41,9 წელი იყო.

რაც შეეხება ცალკეული ქვეყნების მონაცემებს, მაგალითად კვიპროსში საშუალო ასაკი 38.2 წელი იყო, 38.8 ირლანდიაში და 39.7 ლუქსემბურგში, 48 წლამდე იტალიაში, 46.8 პორტუგალიაში, ხოლო 46.1 საბერძნეთში. მალტაში მედიანური ასაკის ცვლილება 2012-დან 2022 წლამდე არ მომხდარა და 40,4 წელი დარჩა. საერთო ჯამში, ევროკავშირის 18 ქვეყანა იყო ევროკავშირის საშუალო ასაკზე დაბალი. აღსანიშნავია, რომ 2012-დან 2022 წლამდე ეს მაჩვენებელი, შვედეთის გარდა, ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში გაიზარდა. 

მიღმა მედიანური ასაკის ზრდისა, 2022 წელს გაიზარდა ევროკავშირის ხანდაზმულთა დამოკიდებულების კოეფიციენტიც, რომელიც განისაზღვრება, როგორც ხანდაზმულთა რაოდენობის თანაფარდობა (65 წელზე მეტი ასაკის) სამუშაო ასაკის ადამიანთა რაოდენობასთან შედარებით (15-64 წელი). კერძოდ, ხანდაზმულთა დამოკიდებულების კოეფიციენტი ევროკავშირში 2022 წელს იყო 33%, რაც 0,5 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი 2021 წელთან შედარებით, ეს კი ზრდის ტენდენციაზე მიუთითებს. 2012 წლიდან (27.1%) მოყოლებული ეს მაჩვენებელი 5.9 პროცენტით გაიზარდა. ამ მხრივ ყველაზე მაღალი კოეფიციენტები დაფიქსირდა იტალიაში (37.5%), ფინეთში (37.4%) და პორტუგალიაში (37.2%), ყველაზე დაბალი კი ლუქსემბურგში (21.3%), ირლანდიაში (23.1%) და კვიპროსში (24.5%).